3 აპრილს, სსიპ აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მოსწავლეთა საგაზაფხულო - სასკოლო კონფერენცია თემაზე “წარმატებული ადამიანების წარმატების ფორმულა”.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 14 მოსწავლემ. მათ ნაშრომებს რეცენზირება გაუწიეს და მონაწილეთა შორის გამარჯვებულები გამოავლინეს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატი; I, II, III ადგილზე გასულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები. დაისახა სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები.