სამუშაო მოვალეობები:
- უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე და სხვა კომპონენტებზე სტუდენტთა რეგისტრაციის გახსნას, პროცესზე კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების/კონსულტაციის გაწევას;
- მუდმივ მონიტორინგს უწევს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ორგანიზაციულ მხარეს, რა დროსაც ყოველდღიურ ურთიერთობებს აწარმოებს აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან;
- უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსების რეგისტრაციას უნივერსიტეტის ელექტრონულ ბაზაში;
- ამზადებს სემესტრულ სასწავლო განრიგს (ცხრილს) და საგამოცდო ცხრილებს;
- უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობას იღებს პროგრამის თვითშეფასებისა და სემესტრული ანგარიშის მომზადების პროცესში;
- კომპეტენციის ფარგლებში ერთვება ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესში;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას. ახდენს სტუდენტთა ინფორმირებას სასკოლო სამეცნიერო კონფერენციების შესახებ და უწევს ორგანიზებას;
- ორგანიზებას უწევს ლექტორებთან საერთო შეხვედრებს, ხოლო ახალ ლექტორებთან საორიენტაციო შეხვედრებს პერსონალის მართვის დეპარტამენტის ჩართულობით;
- სტუდენტთა მობილობის და/ან სტატუსის აღდგენის დროს, მონაწილეობას იღებს მათ მიერ ათვისებული კრედიტების აღიარების პროცესში;
- მონაწილეობას იღებს სკოლისთვის საჭირო პარტნიორი ორგანიზაციების მოძიების პროცესში;
- ატარებს საჭირო ღონისძიებებს სასწავლო ლიტერატურით სტუდენტების უზრუნველყოფისათვის;
- ზრუნავს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების (კატალოგის) შექმნა/განახლებაზე;
- უზრუნველყოფს საგამოცდო მასალების დროულ მოპოვებას, გაცნობას და უფლებამოსილების ფარგლებში, ტექნიკურ/სტილისტურ და შინაარსობრივი მხარის გადამოწმებას კონკრეტული სასწავლო კურსის სილაბუსთან მიმართებაში;
- ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად ამზადებს სემესტრულ სამსახურეობრივ ბარათს;
- საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ ახდენს ლექტორთა ინფორმირებას;
- ესწრება შუალედურ და დასკვნით გამოცდებს;
- დეკანთან, პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელთან და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად განიხილავს სტუდენტების მიერ ლექტორების შეფასების სემესტრულ და პროგრამასთან მიმართებაში სტუდენტების და კურსდამთავრებულების კმაყოფილების კვლევის წლიურ ანგარიშებს;
- ხელს უწყობს აკადემიურ პერსონალთან სტუდენტების ინდივიდუალური კონსულტაციების პროცესს და არასააუდიტორიო აქტივობებს;
- კოორდინირებას უწევს სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცედურებს;
- აწარმოებს სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სავალდებულო მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
- ამზადებს სტუდენტთა აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა განათლების ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება დოქტორანტებს);
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.(უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს);
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით: 11:00-20:00სთ, შაბათი მოკლე სამუშაო დღე: 09:00-14:00სთ.
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: „კავკასიის ბიზნესის და ეკონომიკის სკოლების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი“.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.
შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!