კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტში, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორის თანამდებობაზე.
სამუშაო მოვალეობები:
ა) ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისთვის ეროვნული კანონმდებლობისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების გათვალისწინებით ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ჩარიცხვის პროცედურის გაცნობა.
ბ) პოტენციურ ხარისხის მაძიებელ სტუდენტებთან კომუნიკაციის წარმოება და უნივერსიტეტის ვებ-გვერზე რელევანტური ინფორმაციის განთავსება/განახლება;
დ) ხარისხის მაძიებელი სტუდენტების ელექტრონული ბაზის მართვა და ინფორმაციის სისტემატური განახლება;
ე) რელევანტურ სამინისტროებთან/დიპლომატიურ კორპუსებთან მუდმივი კომუნიკაცია სავიზო პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიების/განახლების მიზნით;
ვ) კავაკასიის უნივერსიტეტის აქტიურ ხარისხის მაძიებელ სტუდენტებების სავიზო პროცესში ასისტირება და საჭირო დოკუმენტების მომზადება/გაგზავნა.
ზ) ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისთვის /პოტენციური სტუდენტებისთვის რელევანტური მარკეტინგული მასალების შინაარსობრივი მასალის მომზადება/განახლება/
თ)ხარისხის მაძიებელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით შუამავალ ორგანიზაციებთან/სააგენტოებთან კომუნიკაცია და აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული პროცესის სრული ციკლის კოორდინირება;
ი) პარტნიორი შუამავალი ორგანიზაციების/სააგენტოების ელექტრონული ბაზის მართვა და ინფორმაციის სისტემატური განახლება;
კ) საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისა, შეხვდრების ოქმების მომზადება/თარგმნა.
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
მ) საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო დელეგაციების ვიზიტის ტექნიკური მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- მენეჯერულ (დაბალი და საშუალო) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა იქნება შემოწმებული ტესტირების ან გასაუბრების საფუძელზე).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება (ხელზე ასაღები): 800ლარი
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე და ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: ,,საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი’’.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 9 მაისი.
შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!