კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე

10 იანვარი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა~ აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

 

 

  • კერძო სამართალი (9 ვაკანტური ადგილი)
  • საჯარო სამართალი (2 ვაკანტური ადგილი)
  • სისხლის სამართალი (4 ვაკანტური ადგილი)
  • საერთაშორისო სამართალი (2 ვაკანტური ადგილი)
  • საერთაშორისო საჯარო სამართალი  (1 ვაკანტური ადგილი)

 

 

პროფესორი

 

 

  • კერძო სამართალი (2 ვაკანტური ადგილი) 
  • სისხლის სამართალი  (1 ვაკანტური ადგილი)
  • საერთაშორისო სამართალი (1 ვაკანტური ადგილი)  

 

 

ასოცირებული პროფესორი

 

 

  • კერძო სამართალი (6 ვაკანტური ადგილი)  
  • საჯარო სამართალი (1 ვაკანტური ადგილი)  
  • სისხლის სამართალი (2 ვაკანტური ადგილი) 
  • საერთაშორისო სამართალი (1 ვაკანტური ადგილი)

 

 

ასისტენტ-პროფესორი

 

  • კერძო სამართალი (1 ვაკანტური ადგილი)   
  • საჯარო სამართალი (1 ვაკანტური ადგილი)  
  • სისხლის სამართალი  (1 ვაკანტური ადგილი)      
  • საერთაშორისო საჯარო სამართალი   (1 ვაკანტური ადგილი)  

 



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ა) პროფესორისთვის

პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.

 

ბ) ასოცირებული პროფესორისთვის

 

ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი.

 

გ) ასისტენტ-პროფესორისთვის

ასისტენტ-პროფესორად 3   წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი რომელსაც აქვს შესაბამის დარგში არანაკლებ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება



პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.





პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • კრეატიული;
  • მოტივირებული;
  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.




დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები, დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
  • საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები;
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
  • აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დაკავების მიზნით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია, პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპიწარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა 

 II ეტაპიპრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპიკონკურსის შეჯამება.




კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით !

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი:  10 იანვარი 2022 წ.   

საბუთების მიღება: 2022 წლის 10 თებერვლიდან - 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2022 წლის თებერვალი;

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1/ დისტანციური.

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2022 წლის მარტი.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.