საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები საქართველოში (განთავისუფლება)

30 ნოემბერი 2022

 

 

     საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები საქართველოში (განთავისუფლება)

 

 

30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის - „საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები საქართველოში (გათავისუფლება)“ - შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.  პროექტი განხორციელდა ასოციაციის „ევროპის დროით“ მიერ, კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

 

დამსწრე საზოგადოებას წარედგინა კვლევის შემაჯამებელი მონაცემები, ხედვა და რეკომენდაციები საჯარო მოხელეთა 2017-2021 წლების განთავისუფლების მდგომარეობის შესახებ.

 

კვლევაში ჩართული იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომლებმაც გააცნეს საზოგადოებას ინფორმაცია შემდეგი მიმართულებით:

 

  • ეკატერინე ქარდავა (ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარე) - საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ოფიციალური სტატისტიკა, საჯარო მმართველობის რეფორმის დინამიკა, ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები;
  • ეკატერინე გასიტაშვილი (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) - საჯარო მოხელეთა სასამართლო დავების შედეგად სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი, დაცვის სტანდარტი მართლმსაჯულებაში.
  • დავით ომსარაშვილი (სოლიდარობის ქსელის მთავარი იურისტი) - გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან დისტანციური/ონლაინ გამოკითხვის მონაცემები და ანალიზის შედეგები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საჯარო სამსახურის ბიუროს, საქართველოს პარლამენტის,  საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სფეროს სპეციალისტები, ადვოკატები, სტუდენტები.

 

ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით საზოგადოებას მიმართეს: 

 

ირენა მელუა- კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

სოფიო შენგელია- კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი.

ია თიკანაძე-ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი.

ეკა ქარდავა- საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

იზა კასრაძე- საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი, იურისტი.

 

კვლევის დოკუმენტი და პოლიტიკის დოკუმენტი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ხელმისაწვდომია საჯაროდ ელექტრონული ფორმით.