8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა სამართლის სკოლის რიგით XIX სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - სამართლის გამოწვევები-21-ე საუკუნეში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა.
აღნიშნული კონფერენციის მიზანი გახლდათ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში სამეცნიერო პოტენციალის განვითარება.
სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ, 14 მომხსენებლიდან, კონფერენციის გამარჯვებულებად გამოავლინა შემდეგი ნაშრომები:
I ადგილი - ქეთევან ხუციშვილი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი:
- თემა: ,,გენდერული კვოტირების პრობლემური ასპექტები საქართველოში“, სამეცნიერო ხელმძღვანელი არჩილ ბორჯაძე
II ადგილი - სალომე ზეიკიძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი:
- თემა: „საექიმო შეცდომის დასჯადობის პრობლემატიკა სისხლის სამართალში“ , სამეცნიერო ხელმძღვანელი ნათია სონღულაშვილი
III ადგილი - ლიკა სილაგაძე და ბექა თავაძე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები:
- თემა: „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი საქართველოში “, სამეცნიერო ხელმძღვანელი თათია ხაბეიშვილი
III ადგილი - დავით ხვადაგიანი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი:
- თემა: „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების პრაქტიკული ასპექტები “, სამეცნიერო ხელმძღვანელი დავით მუზაშვილი
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საბაკალავრო პროგრამის შემდეგი სტუდენტები:
- ლიზი ბარდაჩიძე: „ტრანსნაციონალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოყენების შედეგების ნეგატიური ასპექტები“. ხელმძღვანელი: ლევან მოსახლიშვილი;
- ელენე ფუთურიძე და ანი კვანტალიანი: „საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების თავისებურებანი“. ხელმძღვანელი: ლევან მოსახლიშვილი;
- კონსტანტინე ქელბაქიანი და ანი კეჟერაშვილი „ნების გამოვლენის ნამდვილობის კრიტერიუმები ელექტრონულად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დროს და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები“. ხელმძღვანელი: სიმონ ტაკაშილი;
- ლიზი დანელია: “კონსტიტუციური კრიზისის მართვა: ევროკავშირის მექანიზმები შეიარაღებული კონფლიქტიდან გამომდინარე მიგრაციის გამოწვევების დასაძლევად” ხელმძღვანელი: თამარ ალფაიძე;
- ნანო ბაბუნაშვილი: ,,გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში,ხელშემშლელი ფაქტორები და მასთან ბრძოლის მეთოდები’’ ხელმძღვანელი: მარინე მარინაშვილი;
- მარიამ ხელაძე: „პრეზიდენტის უფლებამოსილება საპარლამენტო რესპუბლიკაში’’. ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე;
- სალომე ბუღულაშვილი: ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება საქართველოში კანონმდებლობა და პრაქტიკა ‘’. ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე.