13 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსს, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ და სტუდენტებთან შეხვედრა ჩაატარეს.
სპიკერებმა სტუდენტებს გააცნეს კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები, უპირატესობები და გაუზიარეს კომპანიაში მიღებული გამოცდილება.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები კომპანიის წარმომადგენლებთან. მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ყველა საფეხურის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლიბერთი ბანკის ფინანსური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე ვატო ბაბუნაშვილი, რისკების დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე დავით აბაშიძე, საბანკო სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ყავრელიშვილი, ციფრული ბანკინგის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ჩუბინიძე და ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე.