28 ოქტომბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ''შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალის (AHF საქართველო) წარმომადგენელი, ფსიქოლოგი მარიამ ნათაძე შეხვდა და ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს ფონდის წინაშე მდგარი გამოწვევები სტიგმა, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, მითები, რომლებიც აივ ინფექციასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში არსებობს და იმსჯელეს ფსიქოლოგების რომლზე ამ გამოწვევებთან ბრძოლაში.
