ცხადდება სლოვაკეთის მთავრობის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს.
საჭირო დოკუმენტები
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
- რეზიუმე;
 - სამოტივაციო წერილი;
 - სასწავლო პროგრამა;
 - ორი სარეკომენდაციო წერილი;
 - უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 - ბაკალავრიატის დიპლომი;
 - მოწვევის წერილი.
 
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:
- რეზიუმე;
 - სამოტივაციო წერილი;
 - სასწავლო პროგრამა;
 - აპლიკანტის სადისერტაციო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;
 - დოქტორანტურაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 - მაგისტრატურის დიპლომი;
 - პირადი პუბლიკაციების სია;
 - მოწვევის წერილი.
 
ლექტორების, მკვლევრებისა და ხელოვანებისთვის:
- რეზიუმე;
 - დეტალური სასწავლო პროგრამა;
 - უმაღლესი საფეხურის დიპლომი;
 - პირადი პუბლიკაციების სია;
 - მოწვევის წერილი.
 
დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების მომზადების შესახებ იხილეთ ბმულზე.
ანაზღაურება პროგრამის ფარგლებში:
- მაგისტრატურის სტუდენტებისთვის: 620€;
 - დოქტორანტურის სტუდენტებისთვის: 1025.50€;
 
ლექტორების, მკვლევრებისა და ხელოვანებისთვის:
- დოქტორის ხარისხის გარეშე და 4 წლიანი გამოცდილებით: 1025.50€;
 - დოქტორის ხარისხითა და 10 წლიანი გამოცდილებით: 1370€;
 - დოქტორის ხარისხითა და 10 წელზე მეტი გამოცდილებით: 1470€.
 
რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 31 ოქტომბერი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ადმინისტრატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsp-foreign2@saia.sk.
გისურვებთ წარმატებას!
