ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ახალი ნომრის პრეზენტაცია

13 მარტი 2025

11 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა"-ში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-8 (2) ნომრის პრეზენტაცია.

 

იხილეთ ჟურნალის მე-8 (2) ნომრის ბმული.

 

ჟურნალის PDF ვერსია.

 

ჟურნალი წარადგინა მთავარმა რედაქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ.

 

ჟურნალი აქვეყნებს ჯანმრთელობის მეცნიერებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანდაცვის ეკონომიკის, სადაზღვევო საქმის, სოციალური მეცნიერებების, ჯანდაცვის სოციოლოგიის, ეკონომიკის სოციოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, მედიცინის და მომიჯნავე ინტერდისციპლინური სფეროებისთვის რელევანტურ, აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ამსახველ თეორიულ, მეთოდოლოგიურ, ემპირიულ- კვლევით და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სტატიებს.

 

ჟურნალი დაარსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ და ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოიცემა 2017 წლიდან. 2023 წლიდან ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

 

ჟურნალმა მოიპოვა ინდექსირება შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში:

 

 

აღნიშნული სამეცნიერო ბაზებს ინტენსიურად იყენებს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება. ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ჩართვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში არის ჟურნალის მომზადების ფარგლებში უკვე გაწეული სამუშაოს დადებითი შეფასება. ამავე დროს, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ჟურნალის ინდექსირება მნიშვნელოვანია ჟურნალის სამომავლო განვითარებისთვის.

 

ჟურნალის მე-8 (2) ნომერში წარმოდგენილია შემდეგი ავტორები და სტატიები:

 

  1. თენგიზ ვერულავა, ნუცა გრძელიშვილილოგისტიკური სერვისების როლი საავადმყოფოს მართვაში;
  2. მარიამ ამბროლაძე, ანა გულუა დედების დამოკიდებულება იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით განსაზღვრული პროფილაქტიკური აცრების შესახებ საქართველოში;
  3. გიორგი მამნიაშვილი ბავშვთა კვების პროდუქტების შერჩევა: ნდობა, ღირებულების აღქმა და ყიდვის ქცევა;
  4. ტომისლავ მეშტროვიჩი, გორან ბანდოვიმდგრადი განვითარების მიზნების კავშირი განათლებასა და მშვიდობასთან: იძულებით გადაადგილებული და დაუცველი მოსახლეობის არაფორმალურ სასწავლო გარემოში ტრავმის შესახებ ინფორმირებული მიდგომების გაძლიერება;
  5. ნინო ბერიშვილი, შოთა ცანავა, გიორგი ჩახუნაშვილი, ეკატერინე ხმალაძე, როენა სუხიაშვილი, ეკატერინე ჟღენტი რიკეტსიების გავრცელება და სახეობრივი მრავალფეროვნება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ტკიპებში;
  6. ცირა სუხაშვილილაზეროთერაპიის მიმდინარე მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე ენდოდონტიაში;
  7. შორენა გაბედავა, ნატა ყაზახაშვილიტკივილის მართვის სერვისები საქართველოში;
  8. ანა საყვარელიძე ქცევითი ეკონომიკის გავლენა სამომხმარებლო გადაწყვეტილების მიღებაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში;
  9. გიორგი სადღობელაშვილი, ლაშა სიჭინავამედიკამენტების ფალსიფიცირება როგორც გლობალური ჯანდაცვის პრობლემა;
  10. სოფიკო მღებრიშვილიფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის დეინსტიტუციონალიზაცია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო;
  11. ამირ სუჰაილ კორაკკა კოტილი  საშიში კავშირი თამბაქოს მოწევასა და ასთმას შორის;
  12. ანა ერგემლიძე, ანა თოლორაია  ოსტტრავმული ზრდა ომგამოვლილ ქართველ დევნილებში;
  13. ანა გაბუნია, ნიკოლოზ კუტუბიძეჯანდაცვა კონფლიქტურ ზონებში.