კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

8 ოქტომბერი 2019

8 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. სალომე კუჭუხიძე სტუდენტებს ომბუდსმენის ოფისის შესახებ ესაუბრა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.  

 

 

სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს, რატომაა მნიშვნელოვანი ომბუდსმენის ჩართულობა უნივერსიტეტში, როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას, რა შედის მის ვალდებულებებში და, ასევე, როგორ განისაზღვრება სტუდენტთა კონსულტირებისა და დახმარების სფეროები.

 

 

 

ომბუდსმენის ოფისი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირების, დახმარების, სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობის მიზნებისათვის, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და Erasmus+ საგრანტო პროექტ AESOP-ის (Advocacy Establishment for Students through Ombudsman Position) ფარგლებში დაარსდა.