ფსიქოლოგიის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტების კვლევების შედეგების წარდგენა

23 ივნისი 2025

19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტებმა - ანა მანჯგალაძემ, ელენე უშვერიძემ, ეკატერინე ჩაჩუამ და ლანა გუგეშაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს თბილისის სხვადასხვა სკოლებში, მათ შორის, აფხაზეთის N2-ე საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევების შედეგები წარუდგინეს.

 

სტუდენტებმა საბჭოს წევრებს, ასევე, გააცნეს ის რეკომენდაციები, რომლებიც სკოლებში სასწავლო გარემოს გაჯანსაღებას და მოსწავლეების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ეხება. შეხვედრას ესწრებოდა კვლევის ხელმძღვანელი, კლინიკური ფსიქოლოგიის პროგრამის პროფესორი ქეთევან ჩიგოგიძე.