საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ახალი ნომრის 9 (1) პრეზენტაცია

19 ნოემბერი 2025

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-9 ნომრის (1) პრეზენტაცია.

 

ჟურნალი გამოდის Open Journal Systems-ის პლატფორმაზე, შესაბამისად, დაინტერესებულ საზოგადოებას ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზე შეეძლებათ.

 

ჟურნალის ახალი ნომერი წარადგინა ჟურნალის რედაქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა თენგიზ ვერულავამ.

 

ჟურნალი ბილინგვურია. ჟურნალმა მოიპოვა ინდექსირება შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში: EBSCO, ERIH PLUS, Google Scholar, Index Copernicus. თითოეულ სტატიას მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი DOI, Crossref.

 

აღნიშნული ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება განიხილება უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) პროცესის ნაწილად და ავტორს ენიჭება შესაბამისი კრედიტქულა.

 

ჟურნალის 9 (1) ნომრის ბმული.

 

ჟურნალის PDF ვერსია.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

 

ჟურნალის მე-9 (1) ნომერში წარმოდგენილა შემდეგი ავტორები და სტატიები:

 

  • ილირ აკშიია - საავადმყოფოს ხარისხის აგრეგირებული ინდექსი ხელმისაწვდომობისა და აქტივობის ტრადიციულ მონაცემებზე დაყრდნობით: დინამიკის ამსახველი მიდგომა;
  • თენგიზ ვერულავა, ბორის ლეჟავა - მარკეტინგული კომპლექსის გავლენის შეფასება საქართველოში სამედიცინო დაწესებულების ხელახლა არჩევანზე;
  • რადუ-მიჰაი დუმიტრესკუ - ექიმთა მარტოობა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზარდი კრიზისი: ნარატიული და ბიბლიომეტრიული ანალიზი;
  • მიშიკო დუმბაძე - ასერტული სათემო მკურნალობა და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ფსიქიკურ ჯანდაცვაში;
  • ჯონ ბოსკო ნიანზი - გარემოსდაცვითი ემისიები და ჯანდაცვის ხარჯები სუბსაჰარის აფრიკაში: აქვს თუ არა ინსტიტუტების ხარისხს რაიმე როლი?
  • ტიმოთი ფილიპი, ვივეკ ნაირ ჰარიკუმარი - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ავტონომიური ტრავმის მართვა: გადაუდებელი დახმარების ტრანსფორმაცია სამხედრო და სამოქალაქო გარემოში;
  • აქსა თომას - არანამკურნალევი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავლენა ქალებში რიკეტსიების გავრცელება და სახეობრივი მრავალფეროვნება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ტკიპებში;
  • ენტონი თომას - ნაწლავის მიკრობიომის დისბიოზის გავლენა პროსტატის კიბოზე;
  • ახილ კრიშნან ვიკრამან პილაი - ნაწლავ-ტვინის კავშირის გაგება: მისი გავლენის შესწავლა ნევროლოგიურ ჯანმრთელობაზე, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე და დეპრესიაზე;
  • ანჯალი მადჰავანი - შაკიკთან დაკავშირებული სტიგმა და მისი კავშირი შეზღუდულ შესაძლებლობასთან და ცხოვრების ხარისხთან;
  • ნანა შაშიაშვილი - ფარმაცევტული პროდუქტის გარემოზე ზემოქმედების რისკების მართვა: საერთაშორისო პრაქტიკების შედარებითი მიმოხილვა;
  • ლაკშმი ნარაიანანი - ნაწლავის მიკრობიოტის როლი პოლიკისტოზური ოვარიუმის სინდრომსა და ინსულინრეზისტენტობაში;
  • ჯისნა ჯოი, სოფიო ტატიშვილი - ულტრადამუშავებული საკვების მოხმარების გავლენა ადამიანის ნაწლავების ჯანმრთელობაზე;
  • ნიტა ვერულავა, ქეთევან აბესაძე - ორსულთა რკინადეფიციტური ანემია საქართველოში; მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომები;
  • ეკატერინე ელიავა - პლაცენტის ღრმა ინვაზიის ანტენატალური დიაგნოსტიკა თანამედროვე ულტრაბგერითი მეთოდებით: კლინიკური შემთხვევის აღწერა;