10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: ლოგისტიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები საფრანგეთსა და ცენტრალურ აზიას შორის.
საჯარო ლექციას გაუძღვა საფრანგეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია SNCF-ის პროექტების კონსულტანტი ცენტრალურ აზიასა და ევროპაში - ხავიერ ვანდერპეპენი.
შეხვედრაზე განხილული იყო ეკონომიკურად ეფექტური სატრანსპორტო საკითხებს კავკასიის რეგიონის გავლით, სამართლებლივი ჩარჩოები და ეთიკური რისკები, რომლებიც ხაზს უსვამს მდგრადი ეკონომიკის არსებობის საჭიროებას.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ კვლავ იგეგმება საჯარო ლექციები ამ თანამშრომლობის ფარგლებში, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს შესაძლებლობას გაიზიარონ გამორჩეული სპეციალისტების გამოცდილება და მიიღონ რჩევები საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე.