კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2020 წლის 15 მაისს ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით და უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანებით აკადემიურ თანამდებობებზე აირჩიეს შემდეგი პირები:
პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით
- თორნიკე თურმანიძე - საერთაშორისო ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით
- გიორგი ცხადაია - პოლიტიკური მეცნიერება
- ქეთევან მუხიგული - სოციალური მეცნიერებები
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით
- გიორგი გოგუაძე - საერთაშორისო ურთიერთობები