კონკურსი - Speak Up Honestly

20 მაისი 2025

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ინიციატივითა და კავკასიის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, პირველად საქართველოში, გაიმართა ინგლისური ენის სალაპარაკო კონკურსი - Speak Up Honestly, რომელშიც მონაწილეობას V-XI კლასის მოსწავლეები იღებდნენ.

 

კონკურსი მოიცავდა 2 ტურს, რომლის ფინალურ ტურსაც კავკასიის უნივერისტეტმა უმასპინძლა. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შემადგენლობაში არსებული სკოლები: აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა; აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა; ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლა; ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლა; აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა.

 

კონკურსს ესწრებოდნენ  ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი, ასევე აფხაზეთის N1, N2 და ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის დირექტორები და ყველა მონაწილე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები.

 

გამარჯვებული მოსწავლეები თითო კლასიდან გამოავლინა კავკასიის უნივერისტეტის ფილოლოგიის კათედრის წარმომადგენლებმა: ჯუდსონ ტეილორ კენედიმ, მარიამ გაბისონიამ და ეთერ შავრეშიანმა.

 

  1. V კლასი - ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე - ილიკო ვაშაყმაძე
  2. VI კლასი - აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე - ნინო ომანაძე
  3. VII კლასი - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე - ანასტასია ლუტიძე
  4. VIII კლასი - აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე - ნია ჭაჭუა
  5. IX კლასი - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე - ნინი შარიქაძე
  6. X კლასი - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე - ანასტასია ლუტიძე
  7. XI კლასი - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლე - ნია ფეტელავა

 

გამარჯვებულებს საპრიზო ადგილებზე სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა ვახტანგ ფხაკაძის სახელობის ფონდ „ლუტეციამ“. კონკურსის ყველა მონაწილე სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა შპს კავკასიის უნივერსიტეტმა, ბიბლუსმა, პირველმა ქართულმა საერთაშორისო დიასპორულმა საგანმანათლებლო აკადემიამ - საზღვრებს მიღმა და თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდმა. მონაწილეებს ასევე, გადაეცათ მონაწილეობის ინგლისურენოვანი სერტიფიკატები და სხვადასხვა ნომინაციები. ყველა სტუმარს ლანჩით გაუმასპინძლდა კავკასიის უნივერსიტეტი.