სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის მეხუთე ნაკადის დემო დღე

10 ივლისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და კომპანია ბაუმერის მხარდაჭერით გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის მეხუთე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე. 

 

დემო დღის ფარგლებში, პროგრამის მონაწილე შვიდმა სტარტაპ გუნდმა — რომელთა წევრები არიან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები,  თანამშრომლები და პირველად პროგრამის ფარგლებში აბიტურიენტები — წარადგინეს საკუთარი სტარტაპ იდეები ინვესტორების, დარგის  ექსპერტების, პოტენციური პარტნიორებისა და ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე. მეხუთე ნაკადის ფარგლებში, სტარტაპ გუნდებთან ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში ჩართულნი იყვნენ საქართველოს ანგელოზ ინვეტსორთა ქსელის (Axel) საინვესტიციო საბჭოს წევრები და ანგელოზი ინვესტორები

 

დემო დღეზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა -კახა შენგელიამ, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  (GITA) თავმჯდომარემ - ავთანდილ კასრაძემ, კომპანია ბაუმერის დამფუძნებელმა და Infinity Venture Holding - ის დირექტორმა, ლევან ყირიმლიშვილმა.  

 

დემო დღის ფარგლებში, გაიმართა მოწვეული სპიკერის სესია, რომელსაც უძღვებოდა  ირო ცაგარეიშვილიAxel-ის აღმასრულებელი დირექტორი.  სესიის ფარგლებში სპიკერმა ისაუბრა თემაზე Investor-Founder Fit, სადაც ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომლებიც ინვესტორისა და სტარტაპის დამფუძნებლის წარმატებულ თანამშრომლობას განაპირობებს.

 

ღონისძიების ფარგლებში,  ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა -  ირაკლი სვანიძემ ისაუბრა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის რეგიონული ინიციატივების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო თანამშრომლობებზე და იმ მიზნებზე, რასაც ცენტრი ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ისახავს.

 

ღონისძიების დასასრულს, ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო სტარტაპები, რომლებმაც კავკასიის უნივერსიტეტისა და პროგრამის გენერალური სპონსორის, კომპანია ბაუმერისგან ფულადი ჯილდო მიიღეს. 

 

  1. პირველი ადგილიShieldify
    ფულადი ჯილდო: 5000 ლარი; 
  2. მეორე ადგილიGreenPoint
    ფულადი ჯილდო: 2000 ლარი;
  3. მესამე ადგილიEcoShade
    ფულადი ჯილდო: 1000 ლარი;
  4. ავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის რჩეულიNews Tracker
    ფულადი ჯილდო: 1000 ლარი.

 

დემო დღის წარმომადგენლობითი ჟიური დაკომპლექტებული იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს გამორჩეული და მაღალკვალიფიციური წარმომადგენლებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

ჟიურის წევრები: 

 

  • კახა შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
  • ავთანდილ კასრაძე – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე
  • ლევან ყირიმლიშვილი – კომპანია Baumer-ის დამფუძნებელი და Infinity Venture Holding-ის დირექტორი
  • გიორგი სიმონგულაშვილი – ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) წევრი, Axel-ის ანგელოზი ინვესტორი და საინვესტიციო საბჭოს წევრი
  • სოფო ჭყოიძეPulsar AI-ის თანადამფუძნებელი, საოპერაციო დირექტორი და კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 

 

დემო დღეზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სტარტაპები: 

 

  • Shieldify -  სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების სისტემას, რომელიც ორიენტირებულია კიბერ თავდასხმების სწრაფად და მარტივად მოგერიებაზე, მინიმალური სერვერული რესურსით. 
  • GreenPoint -  ელექტრომობილებისთვის შექმნილი ეკოსისტემა, დაფუძნებული საზიარო ეკონომიკის პრინციპებზე, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დამუხტვას დეცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით დააკავშირებს მძღოლებს სპეციალიზებულ EV სერვის ცენტრებთან. 
  • EcoShade - ვირტუალური აგრონომი, რომელიც ფერმერს სთავაზობს პერსონალიზებულ გეგმას ფერმაში არსებული მცენარეების UV რადიაციისგან, ექსტრემალური ამინდისგან, დაავადებებისგან და პარაზიტებისგან დასაცავად, ოპტიმალური პრეპარატების შერჩევის და მონიტორინგის საშუალებით.
  • BalanceBuddy - პლატფორმა, სადაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სერტიფიცირებული ფიტნეს მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების და ფსიქოლოგების პერსონალიზირებადი სერვისები სასურველ დროსა და ლოკაციაზე, რათა დაეხმაროს მათ ცხოვრების დაბალანსებაში.
  • TeamBuilder - პლატფორმა, რომელიც ეხმარება HR მენეჯერებს და Team Building-ის სერვისებს, უფრო ეფექტურად დაგეგმონ და მართონ თიმ ბილდინგის ღონისძიებები. ის ამარტივებს დაგეგმვის პროცესს, რომელიც შეიცავს განრიგის შედგენას, კომუნიკაციას, შესრულების მონიტორინგს და ინტერაქტიულ ვირტუალურ Game Room-ებს როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური ღონისძიებებისთვის.
  • News Tracker - პლატფორმა, რომელიც აგროვებს ახალ ამბებს საინფორმაციო წყაროებიდან რეალურ დროში და აზიარებს მობილურ აპლიკაციის დახმარებით.
  • VITA - მომხმარებელზე მორგებული ვებპლატფორმა, შექმნილი სკოლის მოსწავლეებისთვის.  შემუშავებული ალგორითმი ეხმარება მომხმარებლებს აღმოაჩინონ პროფესიები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ პიროვნულ თვისებებს, და იპოვონ უნივერსიტეტები, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს მათ მოთხოვნებსა და მიზნებს.


ღონისძიებას უძღვებოდა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, ანა დოლიძე. 

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა 10 კვირის განმავლობაში გაიარეს თემატური სესიები, რომლებიც მოიცავდა სტარტაპის შექმნისა და განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს: მომხმარებლის შესწავლიდან, ბიზნეს მოდელის დიზაინამდე და პრეზენტაციის მომზადებამდე. მენტორინგი უზრუნველყოფდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტთა ჩართულობას.

 

პროგრამის მეხუთე ნაკადის მენტორები გახლდათ: 

 

▪️ ირაკლი სვანიძე –კავკასიის უნივერსიტეტის ინოაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის       შემსრულებელი ,კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 

▪️ სანდრო კანდელაკი – Student Hunt-ის თანადამფუძნებელი და CEO;

▪️ გიორგი რაზმაძე – Awork-ის თანადამფუძნებელი და CEO;

▪️ ზურა კვინიკაძე – ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი; 

▪️ ქეთევან ხუნწარია – ანტრეპრენერი, Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრი და ანგელოზი ინვესტორი;

▪️ ირო ცაგარეიშვილი – Axel-ის მმართველი დირექტორი;

▪️ გიორგი ჩუგოშვილი – Phubber-ისა და Amadeo-ს თანადამფუძნებელი;

▪️ მარი დათიშვილი – My Gallery-ის თანადამფუძნებელი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

▪️ იაკო ჯიქია – Helio AI-ის თანადამფუძნებელი და CEO;



პროგრამის მხარდამჭერები: კომპანია ბაუმერი, აქსელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ჯორჯ ვაშინგოტნის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, სანდორა, ზიგზაგი.