ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, თამარ ცერცვაძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

14 ივლისი 2022

14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, თამარ ცერცვაძის სადისერტაციო ნაშრომის  - „ The Analysis of The Person-Organization Fit on Employee Organizational Commitment and Turnover Intention in Private and Public Sector in Georgia“ დაცვა გაიმართა.

 

დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი, ბორის (ბუბა) ლეჟავა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;

 

ლილი ბიბილაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

 

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ევროპის უნივერსიტეტის ასცორებულმა პროფესორმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით,  თამარ ცერცვაძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.