თენგიზ ვერულავას და შოთა აბზიანიძის ნაშრომი სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

7 ნოემბერი 2025

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Bulgarian Journal of Psychiatry“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები “Patterns of Cannabinoid, Hallucinogen, and Stimulant Use Among Young Adults in Georgia”.

 

ნაშრომის ავტორებია: თენგიზ ვერულავა - კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი;

შოთა აბზიანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი

სტატიის ბმული.

 

ჟურნალი „Bulgarian Journal of Psychiatry“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

რეზიუმე:

 

ახალგაზრდებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ზრდა და მისი კონტროლის მექანიზმების სირთულე დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საზოგადოებრივ და ჯანდაცვის გამოწვევად იქცა. კვლევის მიზანია საქართველოში ახალგაზრდებში კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების მასშტაბის, თავისებურებებისა და გამომწვევი მიზეზების ანალიზი. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ აღნიშნული ნივთიერებების მოხმარება საქართველოში ახალგაზრდებს შორის ფართოდ არის გავრცელებული და ხშირად დაკავშირებულია არასანდო ინფორმაციის წყაროებთან, სოციალური ზეწოლითა და გართობის მოტივაციით. ეს რეალობა ხაზს უსვამს საგანმანათლებლო, პრევენციული და ცნობიერების ამაღლების კამპანიების გაძლიერების აუცილებლობას. პრევენციასა და განათლებაზე ორიენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს იმისათვის, რომ შემცირდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, გაძლიერდეს ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა და შეიქმნას უსაფრთხო სოციალური გარემო მათი განვითარებისათვის.