კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის თანამდებობაზე;
სამუშაო მოვალეობები:
ა) მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოღება, (Excel-ში) დამუშავება და ანალიზი;
ბ) ყოველკვირეული და პერიოდული ანგარიშების გენერირება;
გ) სხვადასხვა სახის კვლევების ჩატარება და ანგარიშების მომზადება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგალითად:
- უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამებზე მოთხოვნის ანალიზი;
- უნივერსიტეტის კონკურენტების ანალიზი;
- უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმისთვის საჭირო კვლევები;
- სხვადასხვა უნივერსიტეტის საჭიროებებზე მორგებული კვლევების ჩატარება;
დ) ჩატარებული კვლევებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება;
ე) გაანალიზებული მონაცემების წარდგენა ხელმძღვანელთან ან/და დაინტერესებულ დეპარტამენტებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, სტატისტიკის ან მომიჯნავე დარგში;
- MS Excel ძალიან კარგად ცოდნა სავალდებულოა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები:
- ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დაკვირვებული;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- კვლევის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება;
- პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
- მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ პოზიციის ფუნქციებიდან გამომდინარე დავალება, რომლის ფარგლებშიც შემოწმდება სტატისტიკის ცოდნის დონე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი“.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 26 თებერვლის ჩათვლით.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!