სიახლეები

23
დეკ
CSE-ის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, აკაკი მოსახლიშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

2024 წლის, 23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, აკაკი მოსახლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის -„Central Bank Dilemma in a Small Open Economy: The Trade-Off Between Dedollarization and Lower Inflation“  საჯარო დაცვა გაიმართა.

20
დეკ
პროფესორს და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორს მაქსიმ იავიჩს მეცნიერებათა დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა

მაქსიმ იავიჩს, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორს და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორს, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტს, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მეცნიერებათა დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

20
დეკ
კიბერუსაფრთხოების ცენტრის გუნდი შოთა რუსთაველის ფონდის კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

კავკასიის უნივერსიტეტის, კიბერუსაფრთხოების ცენტრის გუნდმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

20
დეკ
მოკლევადიანი საერთაშორისო ზამთრის სკოლა

კავკასიის უნივერსიტეტმა კიევის ავიაციის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ჯგუფს, საერთაშორისო ზამთრის სკოლის ფარგლებში უმასპინძლა. აღნიშნული უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია.

19
დეკ
კავკასიის უნივერსიტეტმა წარმატებით უმასპინძლა PRODIGE პროექტის ჰიბრიდულ გახსნით შეხვედრას

16-17 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, წარმატებით უმასპინძლა Erasmus+ ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის, PRODIGE (ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში), ჰიბრიდულ გახსნით შეხვედრას. 

17
დეკ
პროფესორ ერეკლე პირველის კვლევა მდგრადობის სტანდარტებზე „ა“ დონის სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა

რეიტინგული სამეცნიერო ჟურნალის - Sustainability Accounting, Management and Policy Journal - მიერ გამოქვეყნდა პროფესორ ერეკლე პირველის სამეცნიერო კვლევა „Influencing sustainability: the role of lobbyist characteristics in shaping the EU’s Corporate Sustainability Reporting Directive“.

16
დეკ
ირმა გრძელიძისა და ეკა აკობიას სტატია აკადემიურ ჟურნალში -Transylvanian Review of Administrative Sciences (TRAS)

2024 წლის დეკემბრის TRAS-ის სპეციალურ ნომერში, გამოქვეყნდა სტატია კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის შესახებ, რომელიც  უნივერსიტეტებსა და საზოგადოებას შორის კავშირებს ეხება.

11
დეკ
კავკასიის უნივერსიტეტის ნაშრომი სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა

გავლენიან ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Hospital Topics“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა The Impact of DRG-Based Payment Reform on the Efficiency of Medical Care for Patients with Myocardial Infarction: Evidence from Georgia.

10
დეკ
CSG-ის სტუდენტის სტატია ჟურნალ UNtoday-ში

სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტის, ნატა ბოლქვაძის სტატია ჟურნალ UNtoday-ში (გაეროს ოფიციალური ჟურნალი) გამოქვეყნდა.

02
დეკ
კავკასიის ბიზნეს სკოლის ასისტენტ პროფესორის თამარ კარბაიას მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე

12-16 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასისტენტ პროფესორმა, თამარ კარბაიამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროექტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ბარსელონაში გამართულ ხელოვნების, მედიისა და კულტურის მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. 

29
ნოე
ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის - სოციალური ინჟინერიის შეტევები, ტექნიკები და მათი პრევენციის მეთოდები

28 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე: სოციალური ინჟინერიის შეტევები, ტექნიკები და პრევენციის მეთოდები.

28
ნოე
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის

კავკასიის უნივერსიტეტსა და ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტს, რუმინეთი, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

27
ნოე
შეხვედრები EU-PPS ჟან მონეს კათედრის საქმიანობის ფარგლებში

4 და 19 ნოემბერს ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) ორი შეხვედრა.

26
ნოე
შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებთან

სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურმა კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ელჩების ჩართულობის გაძლიერებას უნივერსიტეტის ღონისძიებებში და მათთან სამომავლო გეგმების განხილვას.

26
ნოე
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე

22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით, გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (მეოთხე ნაკადი/Batch 4), რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა წარადგინეს საკუთარი იდეების პრეზენტაცია ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.

26
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის ნაშრომი სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “Malta Medical Journal” გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები “Knowledge and Practices of Nurses on Prevention of Nosocomial Infection in Emergency Care Hospitals”.

26
ნოე
შეხვედრა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე კავკასიის უნივერსიტეტში

25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართა შეხვედრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებთან.

26
ნოე
WISEC Academy-ის მონაწილეები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე

16 ნოემბერს, WISEC Academy-ის მონაწილეები, სტუდენტები, ბიზნესის წარმომადგენლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად შეიკრიბნენ.

25
ნოე
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სკოლა „სადუნთან“

25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქმიანი ვიზიტით სკოლა სადუნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა.