ფრენბურთის ჩემპიონატი “CU CUP 2025„

9 ოქტომბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე ფრენბურთის ჩემპიონატი “CU CUP 2025 „ დაიწყო. ჩემპიონატი გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.

 

ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა.

 

2025 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 17 გუნდი და კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთი გუნდი. თამაშებს უძღვებიან საქართველოს ფრენბურთის ფედერაციიდან მოწვეული მსაჯები.

 

“CU CUP 2025“-ის ფინალი 14 ოქტომბერს გაიმართება, სადაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.

 

ჩემპიონატის სპონსორია Redbull.