კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“ გაიმართა შეხვედრა თემაზე - ომის ერთი წელი უკრაინაში:ინტერდისციპლინური პერსპექტივები.
კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“ გაიმართა შეხვედრა თემაზე - ომის ერთი წელი უკრაინაში:ინტერდისციპლინური პერსპექტივები.
24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურის შესახებ.
24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში,საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრში, სტაჟირება წარმატებით დაასრულა ყაზახეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა Sairan Adilbekkyzy-მ, რომელიც სტაჟირების ფარგლებში მუშაობდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2023 წლის 23 თებერვალს ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით და უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანებით აირჩიეს შემდეგი პირები
23 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ბორის (ბუბა) ლეჟავა საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს საელჩოს არაბთა გაერთიანებულ საემიროში, მათ საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ უმასპინძლა.
კავკასიის უნივერსიტეტსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში (CSH) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2023 წლის 22 თებერვალს ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით და უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანებით აირჩიეს შემდეგი პირები
22 თებერვალს, ტურიზმის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა კონკურსი - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში.
სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელმა, ემირ ეთერიამ შეხვედრა გამართეს აშშ-ის განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამის „ეროვნული მმართველობის პროგრამა“ წარმომადგენლებთან.
გაცნობებთ, რომ 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (CEES) აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე
20 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებსა და ხარისხის მაძიებელ იმ უცხოელ სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყებენ.
20 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა რენის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელს პოლინ კოჟანს უმასპინძლა.
20, 21 და 22 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისთვის ტარდება ტრენინგ მოდული საპროექტო წინადადებების მომზადების შესახებ. ტრენინგს უძღვება ქეთევან ცინცაძე - განათლების კონსულტანტი, საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების განვითარების ექსპერტი.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით საბერძნეთში, ათენში, იმყოფებოდნენ.
18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა თათია ჩოკორაიამ ჩაატარა ვებინარი პლაგიატის პრევენციის მექანიზმების შესახებ.
16-18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტი TechCamp-ს მასპინძლობდა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება თემაზე: დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში.
გაცნობებთ, რომ კოიმბრის ჯგუფი აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-4 ნაკადში პირველი ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ნიკა კოპალეიშვილმა თავის თანაგუნდელებთან ერთად, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი, ასევე, კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა დიანა ჩავლეიშვილმა დაიკავეს.
ლეიდენის უნივერსიტეტი, ჰააგა (Leiden University, Hague) ევროკავშირის ჯან მონეს პროექტის მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში „ევროკავშირი, გაერო და გლობალური მმართველობა“.