ფრენბურთის ჩემპიონატი „CU CUP 2023“

25 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, ფრენბურთის ჩემპიონატი „CU CUP 2023“-ის ფინალი გაიმართა.

 

თამაშის დაწყებამდე, ფრენბურთელებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიესალმნენ: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ღონისძიების სპონსორი, სააფთიაქო ქსელი „ავერსის“გენერალური დირექტორი გიორგი მელანაშვილი.

 

„CU CUP 2023“-ის გამარჯვებული კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი „NMGTVM“ გახდა, ხოლო მეორე ადგილი კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის (CST) გუნდმა „CU Champions“- მა დაიკავა.  მესამე ადგილს  - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გუნდმა (CST) „ACE“ დასჯერდა.

 

ჩემპიონატის გენერალური სპონსორია: სააფთიაქო ქსელი ავერსი ფარმა - Aversi Pharma.

 

მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გაფრთიანებაზე ენერგეტიკულმა სასმელმა რედბულმა იზრუნა.

 

ასევე, ფინალში გასულ გუნდებს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა კავკასიის უნივერსიტეტმა.