“CUnicorn”-ის მეოთხე კვირის აქტივობები

23 მაისი 2023

22 მაისს,კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”-ის მეოთხე კვირის აქტივობები გაიმართა. 

 

პროგრამის მონაწილეები ღირებულების შექმნის ტექნიკებს და ბიზნეს მოდელის შესახებ ინფორმაციებს გაეცნენ. მეოთხე კვირის აქტივობებს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი და პროგრამის მენტორი ირაკლი სვანიძე გაუძღვა.

 

“CUnicorn”-ის მონაწილეებს ასევე შემოსავლის მიღების წყაროების  შესახებ საკუთარი გამოცდილება სტარტაპი Kovzy-ს თანადამფუძნებელმა ალექსანდრე ცინცაძემ გაუზიარა.