პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნესის სკოლის (საფრანგეთი) ერთობლივი პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა სტუდენტს ანიჭებს კავკასიის ბიზნესის სკოლის და რენის ბიზნესის სკოლის ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტში. 

 

 

 

პროგრამის ხანგრძლივობა:

 

3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა გულისხმობს პირველ და მეორე წელს საქართველოში სწავლას, ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ, ხოლო მესამე წელს სტუდენტი სწავლას აგრძელებს რენში, საფრნაგეთში.

 

პროგრამის უნიკალური მხარეები:

 

  • ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, ორი უნივერსიტეტის დიპლომი;
  • პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში;
  • უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ლექტორები.

 

სწავლების ენა: ინგლისური

მისანიჭებელი ხარისხი: ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტში (184 კრედიტი, 64 კრედიტს სტუდენტი აგროვებს რენის ბიზნესის სკოლაში).

 

საერთაშორისო რეიტინგები: