საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში Romanian Journal of Diabetes Nutrition and Metabolic Diseases გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი „Nutrition and Academic Performance Among Adolescences” („კვება და მოზარდთა აკადემიური მოსწრება“).
სამეცნიერო სტატია
Verulava T, Devnozashvili R. Nutrition and Academic Performance Among Adolescences. Rom J Diabetes Nutr Metab Dis 2021;28(3):275-283. [Crossref] [Google Scholar]
ჟურნალი Romanian Journal of Diabetes Nutrition and Metabolic Diseases ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
ნაშრომის ავტორებია:
თენგიზ ვერულავა - მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი;
როზი დევნოზაშვილი - მაგისტრი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა
სტატიის მოკლე აღწერა:
კვება გავლენას ახდენს მოზარდის გონებრივ განვითარებაზე და კორელაციაშია აკადემიურ მოსწრებასთან. კვლევის მიზანია კვებასა და აკადემიურ მოსწრებას შორის კავშირის შესწავლა მოზარდებში. განხორციელდა რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები არაჯანსაღად იკვებებიან, რადგან მათი საკვები დაუბალანსებული და ერთფეროვანია. სტატისტიკურად სარწმუნო კავშირები დადასტურდა კვების ჩვევებსა და აკადემიურ მოსწრებას შორის. მოზარდთა ჭარბი წონა და სიმსუქნე მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიზანშეწონილია მოსწავლეთა კვების გასაუმჯობესებლად მიზანმიმართული ინტერვენციების განხორციელება, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული მოსწავლეთა ჯანსაღი კვების გზამკვლევის შემუშავება და დანერგვა, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა (მოსწავლემ, მშობელმა, პედაგოგმა, სკოლის ადმინისტრაციამ) უნდა გააცნობიეროს კვების მნიშვნელობა მოსწავლის ჯანმრთელობისა და აკადემიური მოსწრების ჭრილში.
სტატია იხილეთ ბმულზე
სტატიის PDF ვერსია იხილეთ ბმულზე