თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან გამოცემაში გამოქვეყნდა

10 სექტემბერი 2021

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში „Quality - Access to Success“ გამოქვეყნდა პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი Work Inclusion of Persons with Disabilities: Employers’ Perspectives.

 

Tengiz Verulava, Givi Bedianashvili. Work Inclusion of Persons with Disabilities: Employers’ Perspectives. Quality - Access to Success 2021; 22(182):159-163. [Link] [Google Scholar]

 

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. Citescore – 1.6

 

კვლევის აღწერა:

უმუშევრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც შშმ პირები აწყდებიან. კვლევის მიზანი იყო დამსაქმებელთა შეხედულებებისა და მოსაზრებების ანალიზი შშმ პირთა დაქირავების შესახებ. თვისებრივი კვლევის ფარგლებსი შესწავლილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ბარიერები საქართველოში. კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი დაბრკოლებებია: გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა, არაადაპტირებული და დისკრიმინაციული ფიზიკური გარემო, ინკლუზიური განათლების პრობლემები, შშმ პირთა უნარებისა და გამოცდილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე. დამსაქმებლებსა და შშმ პირებს შორის ურთიერთობა დამყარებულია დამსაქმებელთა ეთიკურ ნორმებზე და არ არის რეგულირებული კანონით. არ არსებობს სააგენტოები, რომლებიც მოქმედებენ როგორც შუამავალი შშმ პირებსა და დამსაქმებელს შორის. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს შშმ პირთა მონაწილეობას ეკონომიკურ საქმიანობაში. აუცილებელია შეიქმნას საინფორმაციო მონაცემთა ბაზები, რომლის მეშვეობითაც დამსაქმებლებს შეეძლებათ შშმ პირების კომპეტენციებისა და უნარების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. პროფესიულმა სკოლებმა უნდა ითანამშრომლონ დამსაქმებლებთან და მიაწოდონ ინფორმაცია შშმ პირთა კომპეტენციების შესახებ. მიზანშეწონილია სახელმწიფომ გარკვეული საგადასახადო შეღავათები დააწესოს შშმ პირთა დაქირავებისას დამსაქმებელთა წახალისების მიზნით..

 

სტატია იხილეთ ბმულზე