28, 29 და 30 ივნისს გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე.
კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით: ეკა აკობია, დეკანი, აფილირებული პროფესორი, თამარ ჩარკვიანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ემირ ეთერია, აფილირებული პროფესორი, გიორგი ცხადაია, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, გიორგი მუჩაიძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, შორენა კახიძე აფილირებული პროფესორი, პაატა სირბილაძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, სერგი კაპანაძე, ჟან მონეს პროფესორი, ნინო დოლიძე, მოწვეული ლექტორი.
დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:
დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
- თათია ბარამიძე -,,ქალთა როლი ტერორიზმში“
ხელმძღვანელი: თორნიკე თურმანიძე, პროფესორი.
- სიმონ წულაია - ,,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, როგორც ევრაზიული ინტეგრაციის გაძლიერების ფაქტორი“
ხელმძღვანელი: ემირ ეთერია, აფილირებული პროფესორი.
- ალექსანდრე თოდუა - ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინსტიტუციური გამოწვევები ტერიტორიულ დავებთან მიმართებით: ქაშმირის კონფლიქტის ანალიზი“
ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
- თამარ ზექალაშვილი - ,,ჟენევის წარუმატებელი, მაგრამ მიმდინარე მოლაპარაკებების შენარჩუნების მიზეზები“
ხელმძღვანელი: სერგი კაპანაძე, ჟან მონეს პროფესორი.
- მარიანა ლობჟანიძე - ,,ნატოს ღია კარის პოლიტიკა: უკრაინაში 2022 წლის რუსეთის აგრესიის მთავარი მიზეზი თუ საბაბი“
ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
- თეონა ხელაძე - ,,აშშ-ს ხელთ არსებული ბერკეტები ტაივანის პარტნიორად შესანარჩუნებლად ; როგორ ეხმარებიან დიდი სახელმწიფოები პატარა ერთეულებს მეტოქის გეოგრაფიულ არეალში“
ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
- ქეთევან კანთელაძე - ,,საჯარო სექტორის პოლიტიზირების ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოში“
ხელმძღვანელი: ნინო დოლიძე, მოწვეული ლექტორი.
- ელზა მამუკაშვილი - ,,სახელმწიფოს საბიუჯეტო პოლიტიკა და მისი ანალიზი ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით განათლების სფეროს მაგალითზე“
ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი.
- ანი მესხი - ,,რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაცია და მისი გამოწვევები საქართველოს მაგალითზე“
ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი.
- ნატალი მაძღარაშვილი - ,,მოხელის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მდგომარეობა საქართველოში“
ხელმძღვანელი: ეკატერინე ქარდავა, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
- ნატალია ივანიძე - ,,ღია მმართველობა ელექტრონული მმართველობის კონტექსტში“
ხელმძღვანელი: პაატა სირბილაძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
- დიანა ყუბანეიშვილი - ,,საქართველოს გარემოს დაცვითი პოლიტიკის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე 2014-2021 წლებში“
ხელმძღვანელი: ემირ ეთერია, აფილირებული პროფესორი.
- ნინო ფარჯიანი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევები და სუბსიდიარობის პრინციპი“
ხელმძღვანელი: თამარი ჩარკვიანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
- თეონა მჭედლიშვილი - ,,საკადრო პოლიტიკა და ადამიანური რესურსების მართვა (HRM) საჯარო სამსახურებში - საქართველოსა და ესტონეთის შედარებითი ანალიზი“
ხელმძღვანელი: თამარი ჩარკვიანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.