3 ივნისს, ჩატარდა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის XII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო: საერთაშორისო პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის გამოწვევები პანდემიის ეპოქაში.“
კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:
I ადგილი - თეონა ხელაძე, ალექსანდრე თოდუა
თემა: ,,გლობალური სამართლიანობა და ვაქცინების განაწილება: საქართველო, როგორც პატარა პერიფერიული ქვეყანა“
II ადგილი - ანა რაზმაძე, ირინა ყიფიანი
თემა: ,,საფრანგეთში განვითარებული მოვლენები "ცივილიზაციათა შეჯახების" კონტექსტში და 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები”
III ადგილი - საბა კაცაძე
თემა: ,,პანდემიის გავლენა რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგზე“
რევაზ ჭითანავა
თემა: ,,რა გავლენა მოახდინეს ეპიდემიებმა საერთაშორისო ურთიერთობებზე მეოცე საუკუნიდან დღემდე“
ნინი გორდაძე, ანა ლატარია
თემა: „ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შედარებითი ანალიზი (2010-2020 წლები)”
თეკლა ბაღდაძე, ქეთი დოდაშვილი
თემა: „პანდემია და მისი პრევენციის მექანიზმები განსხვავებული რეჟიმის მქონე სახელმწიფოებში“
ელენე ასიტაშვილი
თემა: „საქართველოს მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირისპირ“
ნიკა აბულაძე, ანი სამადაშვილი
თემა: „მსოფლიო ენერგეტიკულ პოლიტიკაში პანდემიით განპირობებული ახალი გამოწვევები და გავლენა საქართველოზე“
სახელმწიფო მართვის სკოლის შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება სტუდენტების აკადემიური და კვლევითი უნარების გაძლიერებას და პროფესიული სპეციალიზაციის ხელშეწყობას.
სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.