კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის,(CSG) ჟან მონეს კათედრასა და ციურიხის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობით 2022 წლის შემოდგომის სემესტრში ისწავლება სასწავლო კურსი "ევროპული ინტეგრაცია საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონტექსტში" (European Integration in the context of EU – Georgia Association Agreement).
კურსს უძღვება ევროპის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ტობიას ბაუმგარტნერი. კურსი ეძღვნება ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ პროცესებს, ტენდენციებს და მიმართულებებს, ინფორმაციას აწვდის სტუდენტებს რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორული პოლიტიკის შესახებ, როგორიცაა ინტეგრაცია და ევროინტეგრაციის სხვადასხვა ფორმატები, ინტეგრაციის ისტორია და ევროპული ფასეულობები, საგარეო ურთიერთობები და ისეთი სექტორული პოლიტიკები, როგორიცაა: ევროკავშირის ციფრული პოლიტიკა და ევროკავშირის გარემოს დაცვის სამართალი.
კურსი ინტერდისციპლინურია და შეთავაზებული იყო სახელმწიფო მართვის, ბიზნესისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის.
სახელმწიფო მართვის სკოლა ევროპის ინსტიტუტთან 2019 წლიდან თანამშრომლობს.