21 და 22 ივლისს კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ჩატარდა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
ისტორიის და ევროპისცმოდნეობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები ისეთ აქტუალურ და საინტერესო თემებზე წარადგინეს როგორებიცაა:
- საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ისტორიიდან
- იბერიის რომაული ხანის ქალაქები
- რუსული პროპაგანდის გავლენა საქართველოზე
- მეორე მსოფლიო ომში ქართველთა მონაწილეობის შესახებ
- პირველი ევროპული სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გამოწვევები- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება
- ევროპის სახალხო პარტია და საქართველო
- ევროპული უმაღლესი განათლების მოდელი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში
- საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ზეგავლენა ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაზე 2008-2019 წლებში
- ევროკავშირი, როგორც მედიატორი – საქართველო–რუსეთის კონფლიქტის მაგალითზე
- ევროკავშირისა და რუსეთის ენერგეტიკული ურთიერთობები - არსებული გამოწვევების მიმოხილვა
- ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში
სტუდენტებმა წარმატებით დაიცვეს სადიპლომო ნაშრომები და მიიღეს სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები კომისიის წევრებისაგან.
აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა პირველად წელს შედგა, რაც საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იგი ასევე ხელს უწყობს სტუდენტებში კვლევითი საქმიანობის და აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დანერგვასა და განმტკიცებას.