კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

31 მაისი 2022

30 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 12 მოხსენება:

 

  1. თაკო ჩაფიძე, სოფიკო ათაბეგაშვილი - ქართული ეკლესიის რეაქცია უკრაინა-რუსეთის ომზე: სტუდენტების დამოკიდებულება.
  2. თამარ შაქარაშვილი - სტუდენტთა თვითრეალიზაციის ხარისხი საუნივერსიტეტო სივრცეში.
  3. გვანცა ბებია - პანდემია და სტუდენტების მოტივაცია.
  4. მარიამ მესხი - სტუდენტების მიერ დანახული გარემოს პრობლემები.
  5. თამარ ციმინტია - კოვიდ-19 პანდემიის გავლენა თაობა "ზეტის" მენტალურ ჯანმრთელობაზე (საქართველოს მაგალითზე).
  6. ელენე ხომერიკი - დასვენების გავლენა სწავლასა/მუშაობაზე, ემოციური გადაწვა და აღქმული სტრესი, როგორც ამ გავლენის შუალედური რგოლი.
  7. სოფიო გუჯეჯიანი, სოფიო ბაქრაძე - ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოები:  ევროინტეგრაციის პროცესი ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითზე - გამოცდილება საქართველოსთვის.
  8. მარიამ ჩანქსელიანი, ლევან ჯაგაშვილი - საქართველოს ნაცნობი თუ უცნობი ევროპული ისტორიები.
  9. თამარ ეჯიბიშვილი - DCFTA-ს გავლენა საქართველოს და მოლდოვას ეკონომიკაზე: შედარებითი ანალიზი.
  10. ნინო ვეკუა - საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები XVIII საუკუნის დასაწყისში.
  11. დალი კორძაია - "საკუთარ თავთან ომში": ბრუტუსის ტრაგედია შექსპირის პიესაში "იულიუს კეისარი".
  12. თამარ ქარჩავა - ს. ტ. კოლრიჯის „უგუნებობა: ოდა“ და ლიტერატურული კრიტიკა.

 

მოხსენებები აკადემიური ჟიურის წევრებმა შეაფასეს, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის პროფესორი კესო ესებუა, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია მაჭავარიანი-წერეთელი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის პროფესორი გურანდა ჭელიძე და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან გრძელიძე.

 

ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილები შემდეგ მომხსენებლებს მიენიჭათ:

 

I ადგილი:

დალი კორძაია ("საკუთარ თავთან ომში": ბრუტუსის ტრაგედია შექსპირის პიესაში "იულიუს კეისარი").

 

II ადგილი:

თამარ ციმინტია (კოვიდ-19 პანდემიის გავლენა თაობა "ზეტის" მენტალურ ჯანმრთელობაზე (საქართველოს მაგალითზე).

ელენე ხომერიკი  (დასვენების გავლენა სწავლასა/მუშაობაზე, ემოციური გადაწვა და აღქმული სტრესი, როგორც ამ გავლენის შუალედური რგოლი).

 

III ადგილი:

თაკო ჩაფიძე, სოფიკო ათაბეგაშვილი (ქართული ეკლესიის რეაქცია უკრაინა-რუსეთის ომზე: სტუდენტების დამოკიდებულება).

სოფიო გუჯეჯიანი, სოფიო ბაქრაძე (ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოები:  ევროინტეგრაციის პროცესი ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითზე - გამოცდილება საქართველოსთვის).

 

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებაში სკოლაში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ ჩართვას სამეცნიერო საქმიანობაში.