4 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ვორკშოპი კლინიკურ არტთერაპიაში.
ვორკშოპი ჩაატარა ფსიქოლოგმა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ - „კამარას“ - დამფუძნებელმა და CU-ის კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ნათია ფანჯიკიძემ.
ვორკშოპის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი აგებული იყო ერთი ტექნიკის გარშემო, რომელიც შეირჩა არტთერაპიის ფსიქოანალიტიკური მიდგომის მიხედვით. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობა სწრაფად არ ცნობიერდება; არტთერაპიის ძალა, დაგვეხმაროს, მივწვდეთ საკუთარ თავს; დაკვირვება დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩნდება სურათ-ხატთან, შექმნის პროცესში და შექმნის შემდეგ.
ვორკშოპი განკუთვნილი იყო მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაერკვეს, რას ემსახურება არტთერაპია და გამოცადოს საკუთარი შეგრძნებები არტთერაპიული ტექნიკის შესრულების პროცესში.
უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებს მიღებას კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის კურსდამთავრებულებსაც შეუძლიათ დასაქმდნენ იმ ორგანიზაციებში, სადაც არის ფსიქოთერაპევტის/არტთერაპევტის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების საჭიროება. კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.