ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან

11 იანვარი

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, რომ საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით ხელს შეუწყობენ ტელეკომუნიკაციების დარგში მომავალი თაობების აღზრდას, პრაქტიკული ცოდნის მიღებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

მხარეები, ასევე თანხმდებიან კომისიის ტელეკომუნიკაციების დარგის სპეციალისტთა მონაწილეობაზე საჯარო ლექციების და დისკუსიების პროცესში. სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული გამოცდილების მიღება - მათ კომისიის რადიმონიტორინგის სადგურების ფუნქციონირებაზე დაკვირვების, ასევე კომისიაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლაში, ტელეკომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი 2015 წელს ჩაირიცხა.