ელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.
პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ჩასაბარებელი საგნები:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხოური ენა:ინგლისური/ გერმანული/ რუსული/ ფრანგული
- მესამე სავალდებულო საგანი: მათემატიკა /ფიზიკა
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სკოლის ატესტატი (ორიგინალი);
- სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის);
- პირადობის მოწმობის 2 ასლი;
- დაბადების მოწმობის 2 ასლი;
- 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც);
- ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან);
- დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1(ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად);
უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეტალებთან დაკავშირებით მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.