დეკანის მიმართვა

17a2a38მოგესალმები ძვირფასო მკითხველო,

 

პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ყველა სფეროს და ხელი შეუშალა მსოფლიო ეკონომიკის მზარდ განვითარებას. ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მათთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს. თუმცა, პანდემიის დასრულებამ ტურისტების რაოდენობის ზრდა გამოიწვია მსოფლიოს წამყვან ტურისტულ ქვეყნებში.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა (CTS) 13 წლისაა.

იგი ამ ეტაპზე გთავაზობთ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას და სამწლიან ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას მასპინძლობის მენეჯმენტში.

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, UNWTO-ის  TedQual-ის სერტიფიკატი, რომელიც პირველია არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ რეგიონშიც. ეს სერტიფიკატი არის გარანტი იმისა, რომ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა გახლავთ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რანგის პროგრამა.

 

მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა, ხორციელდება ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად. ეს არის პირველი სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა, რომლის ბოლო სემესტრში, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა. პროგრამის დასრულების შემდეგ კი კურსდამთავრებული მიიღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს.  

 

აბიტურიენტებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რომელ უნივერსიტეტის რომელ სპეციალობას აირჩევენ, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ მიიღონ სრულფასოვანი განათლება კავკასიის ტურიზმის სკოლაში, გაიარონ პრაქტიკა საუკეთესო ბრენდულ სასტუმროებში, დასაქმდნენ ტურისტულ კომპანიებში და ა. შ.

 

წარჩინებული სტუდენტები გათავისუფლდებიან სასწავლო გადასახადისგან, შეძლებენ გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ტურიზმის სკოლას კურსდამთავრებულთა დასაქმების ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზად ვართ დეტალური ინფორმაციის მოწოდებისთვის.

გისურვებთ წარმატებას და სწორი არჩევანის გაკეთებას!

ტურიზმი იარსებებს მანამ, სანამ ადამიანი იარსებებს!

 

დიკო კოპალეიშვილი, დოქტორი

 

კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი