კავკასიის ტურიზმის სკოლამ TedQual სერტიფიცირების წარმატებული პროცესი ბოსნია და ჰერცოგოვინას უნივერსიტეტებს გაუზიარა

7 ივლისი 2021

 

კავკასიის ტურიზმის სკოლის აფილირებულმა პროფესორმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბრეგაძემ კავკასიის ტურიზმის სკოლის TedQual სერტიფიცირების წარმატებული პროცესი ბოსნია და ჰერცოგოვინას უნივერსიტეტებს გაუზიარა. პროცესი მხარდაჭერილია ბოსნია და ჰერცოგოვინას USAID წარმომადგენლობის მიერ და მიზნად ისახავს TedQual-ის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და მის პოპულარიზაციას. 

 

ვებინარში მონაწილეობდნენ - Dr. Donald Hawkins, Solimar International; Omar Valdez, UNWTO Academy; Dr. Joe Ruddy, USAID Turizam, Dr. Larry Yu, Prof., George Washington University.

 

კავკასიის უნივერსიტეტი პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც აღნიშნული სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა.  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TedQual სერტიფიცირების სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სტანდარტი ტურიზმის სფეროს განათლებაში, ტრენინგსა და კვლევაში, რომლის ადმინისტრირებასაც მტო-ის აკადემია ახორციელებს. ხარისხის სისტემა ამოწმებს ტურიზმის პროგრამების პედაგოგიურ და ორგანიზაციულ გამართულობას და ეფექტიანობას. სერტიფიცირების გავლით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კავკასიის ტურიზმის პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და სტუდენტებს  მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ამზადებს. ამ წარმატებით საქართველო უმაღლესი განათლების გლობალურ კონკურენციაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სერტიფიკატის მიღება პროგრამის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებას და მათზე ადეკვატურად პასუხს ნიშნავს.