3-21 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის სკოლის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
სტუდენტებმა ნაშრომები წარმოადგინეს შემდეგ თემებზე:
- ბუქური მარიამი- არასრულწლოვანის უძრავი ქონების განკარგვის დროს სასამართლოს როლი, როგორც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის ხარისხის გაძლიერების მექანიზმი;
- მაისაშვილი ანა- გამოსაცდელი ვადისა და სტაჟირების გამიჯვნა,როგორც დამსაქმებლის კონტროლის ბერკეტი შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში;
- მაღულარია გურამი- ფრენშაიზის მიმღებისა და ფრენშაიზინგის პროდუქტით მოსარგებლე პირების სამართლებრივი დაცვის ხარისხი ქართულ კანონმდებლობაში;
- ხაზარაძე რუსუდანი- „კონტრაჰირების იძულება - როგორ მივაღწიოთ უფლების ეფექტიან დაცვას საქართველოში“;
- ლიპარტელიანი ფრიდონი- ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობის მინიმალური ტარიფის განსაზღვრის აუცილებლობა;
- მებუკე ნინო- საჯარო წესრიგი, როგორც საინვესტიციო დავაზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი;
- ვასაძე სალომე- საკონკურენციო დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმები;
- მაჭავარიანი გვანცა- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების უფლების რეალიზაციის გამოწვევები პანდემიის (კოვიდ-19-ის) დროს;
- როსებაშვილი ნიკოლოზი- მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტიანობის მიმართება მის მიზანთან;
- ჩხარტიშვილი ვიოლეტა- ბავშვი როგორც ინტერნეტ სივრცეში პერსონალური მონაცემების დამუშავების განსაკუთრებული სუბიექტი;
- აძიშვილი ლევანი- პატიმრობის საფუძვლების სტანდარტის ამაღლების მნიშვნელობა სისხლის საპროცესო სამართალში;
- ფოლადიშვილი ქეთევანი- განრიდების განმეორებით გამოყენების სამართლებრივი სტანდარტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში;
- ულუმბელაშვილი თეონა- ადევნების ფარგლები ქართული სისხლის სამართლის მიხედვით.
სტუდენტებმა კომისიის წინაშე ნაშრომები წარმატებით დაიცვეს.