(ELFA) სესია ჩატარდა, რომლის განხილვის ძირითადი თემა იყო ,,სამართლის სადოქტორო აკადემიური პროგრამები: პრაქტიკა და პერსპექტივა".
სესიის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა ევროპის ქვეყნის 130-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, დოქტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი და სამართლის საბაკალავრო პროგრამების დირექტორი შორენა მამუკაშვილი. დებატების შემდეგ განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიიღეს მემორანდუმი.
საინტერესო შეხვედრები შედგა და გარკვეული მოლაპარაკებები გაიმართა ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანთან, პროფ. გაგიკ ჩაზინიანთან, როუსის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პროფესორთან გეორგი სტეფანოვთან, ლაპლანდიის უნივერსიტეტის (ფინეთი) დოქტორთან ჯანი სიოკანერვასთან, ბერლინის (გერმანია) ღია უნივერსიტეტის დოქტორთან მარკუს ჰეინცენთან, ცენტრალურ აზიაში ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანთან დოქტორ ელიდა ნოგოიბევასთან, ვილნიუსის მუკოლას რომერის უნივერსიტეტის (ლიტვა) დოქტორთან დალია ვასარიენესთან, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის (ლიტვა) უნივერსიტეტის პროფესორთან მინდაუგას ბილისთან, მოლდოვეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ გეორგი ავორნისთან, გრონინგენის, (ჰოლანდია) უნივერსიტეტის პროფესორთან ჯ. ბოშ-ბოსჯესთან, დონეცკის (უკრაინა) უნივერსიტეტის დოქტორებთან: რომან პეტროვთან და ანტონინა ბობკოვასთან, კიევო-მოგილოვის (უკრაინა) ეროვნული უნივერსიტეტის დეკანთან, პროფესორ ანდრეი მელეშევიჩთან, სტამბულის (თურქეთი) იედიტეპის უნივერსიტეტის დოქტორთან, პროფესორთან ჰალუკ ქაბაიოღლისთან. წინასწარი შეთანხმების ძირითადი თემები იყო: უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ეგიდით სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება, სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციებზე წარმომადგენელთა გაგზავნა, პარტნიორობა საგრანტო პროექტებში, საზაფხულო სკოლების პროგრამები და სხვა.
განსაკუთრებით საინტერესო პერსპექტივა გამოიკვეთა კავკასიის სამართლის სკოლის კოოპერირებასთან დაკავშირებით ,,სამართლის საჯარო ინტერესების ინსტიტუტთან", რომლის პროგრამების დირექტორის ქალბატონ ლუზინე ჰოვანისიანის დაპირებისამებრ, უახლეს მომავალში, განხილული იქნება შესაძლებლობა ამ ორგანიზაციაში კავკასიის სამართლის სკოლის მიერთების შესახებ, რაც შესაძლებლობას გახდის დაიწყოს გარკვეული გარე მონიტორინგის პროცესი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით აკადემიური პროგრამების, სკოლის მენეჯმენტის, მისიის, მიზნებისა და ამოცანების, ხანგრძლივვადიანი სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში.
სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IALS) გამგეობის წევრმა, მილანის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ვინჩენცო ფერარიმ გამოთქვა მზადყოფნა მოახდინოს კავკასიის სამართლის სკოლის ახალი საბაკალავრო პროგრამის ექსპერტიზა.
სესიამ ევროპის სამართლის სკოლების ასოციაციის (ELFA) ახალ პრეზიდენტად ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) დოქტორი, პროფესორი იანეს კრანცი აირჩია, რომელიც ეწვევა კავკასიის სამართლის სკოლას და წაიკითხავს მოკლევადიან სალექციო კურსს.