სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IALS) გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სხდომა

26 მაისი 2009
გაიმართა სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IALS) გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სხდომა, თემაზე: "სამართლის სკოლების ლიდერშიპების როლი ცვალებად მსოფლიოში". სამართლის სკოლების მსოფლიო ფორუმს ესწრებოდა 91 უნივერსიტეტის წარმომადგენელი 78 ქვეყნიდან.

გენერალური ასამბლეის სხდომას სპონსორული დაფინანსების საშუალებით ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, სამართლის სკოლის დეკანის ზაზა მარუაშვილისა და ამავე სკოლის ასისტენტ-პროფესორის ნოდარ კერესელიძის სახით.

ასეთი სახის ფორუმზე მონაწილეობა, პირველ რიგში, სკოლის ცნობადობის, მისი რეიტინგის ხარისხის ამაღლებაზეა გათვლილი და, მეორე მხრივ, ამ სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიების გაცვლას ასახავს მიზნად.

გარდა ზემოაღნიშნულისა ყველაზე მეტად ნიშანდობლივია შემდეგი:

2009 წლის გენერალური ასამბლეის სხდომის შემდეგ კავკასიის უნივერსტეტის სამართლის სკოლა წევრობის ერთწლიანი საკანდიდატო ვადის შემდეგ ოფიციალურად გახდა სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოცოიაციის (IALS) ნამდვილი წევრი.
სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IALS) ბორდის წევრების გადაწყვეტილებით ამერიკის სამართლის სკოლების ასოციაციას (AALS) მიეცა რეკომენდაცია 2010 წლის 6-10 იანვარს, ნიუ ორლეანში ლუისიანა, აშშ განიხილოს საკითხი კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული წევრობის სტატუსით მიღების შესახებ, რაც იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა ამ ორგანიზაციის ისტორიაში.
არსებობს მოსაზრება სამართლის სკოლების ამერიკის სამართლის სკოლების ასოციაციის (AALS) ფარგლებში შეიქმნას კავკასიის სამართლის სკოლის მეგობარი ამერიკული სამართლის სკოლების კლუბი საერთაშორისო ასოციაციის (IALS) გენერალური მდივნის, ამერიკის ბარ-ასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ კარლ მონკის პატრონაჟით; ლობისტთა გაერთიანების სუბიექტები მემორანდუმის საფუძველზე მოწოდებული იქნებიან კავკასიის სამართლის სკოლისთვის განახორციელონ მოკლევადიანი პროექტები აკადემიური ლოჯისტიკის მიმართულებით.

სესიის მიმდინარეობის პროცესში CSL–თან თანამშრმლობის სურვილი სტუმარი-პროფესორის სტატუსით გამოთქვეს:
სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოცოიაციის (IALS) ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჩინეთის სუუჩოვის უნივერსიტეტის, კენეჩ ვანგის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ფრანცის ვანგმა;
ოკლაჰომას უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლავრენსე ჰელმანმა.

არსებობს რეალური შესაძლებლობა და, რაც მთავარია, სურვილი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა:
ბარ-ილანის (რამათ განი, ისრაელი) უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან (დეკანი პროფ. არიერეიჩი);
ბერლინის ღია უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან (დეკანი, პროფ. ჰელმუტ გროტი) ;
კაიროს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან (დეკანი, პროფ. ახმედ ბელალი).