საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის დღეებში საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ეძლევათ იხილონ ქართულ სივრცეში არსებული თითქმის ყველა უნივერსიტეტი.
გამოფენის ფარგლებში სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს აქვთ შესაძლებლობა პირისპირ გაესაუბრონ მომავალ სტუდენტებს, გააცნონ საკუთარი პროდუქტები და სწავლის პირობები, ასევე მოისმინონ აბიტურიენტებისა და მათი მშობლებების შეხედულებები და სურვილები.
ასევე სტუდენტები მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით და შეძლებენ შეადარონ სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული პროგრამა და პირობები.
გამოფენის პარალელურად გაიმართება ახალი პროექტების პრეზენტაცია და განიხილება საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ახალი ინიციატივები.
კავკასიის უნივერსიტეტი გამოფენაში უკვე მეოთხე წელია აქტიურადაა ჩართული. უნივერსიტეტმა გასულ წელს „საუკეთესო სტენდის"–ის ნომინაციაში გაიმარჯვა.
გამოფენა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.