განათლების სამინისტროსა და 5 ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

11 იანვარი
მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც 2014 წლის დეკემბერში აზერბაიჯანში ჩატარდება. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ,,ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმითედს (BAT)", ამერიკული განათლების აზერბაიჯანულ ალუმნი ასოციაციას (AAA) კავკასიის უნივერსიტეტსა და კიდევ 4 ქართულ უნივერსიტეტს შორის მოეწერა ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, პირველად საქართველოს ორი გამარჯვებული უნივერსიტეტის გუნდი, ბრითიშ ამერიქან ტობაკოს მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, სადაც გარდა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებისა, გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და სერთიფიკატებით.

შეჯიბრში ეკონომიკისა და ბიზნესის ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის დონიდან შერჩეული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

შეჯიბრის პირველი ეტაპი საქართველოში გაიმართება და მასში 5 უნივერსიტეტის - კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდები ჩაერთვებიან, მათგან 2 გამარჯვებული გუნდი ბაქოში გაემგზავრება. სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს გაწიოს ნებისმიერი საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერა საჭიროებისამებრ, ხოლო ბრითიშ ამერიქან ტობაკო უზრუნველყოფს გამარჯვებული გუნდების გამგზავრებას ბაქოში.

{phocagallery view=category|categoryid=521|limitstart=0|limitcount=0}