კონფერენცია ”გახადე შენი კლინიკა ბრენდი”

11 იანვარი
კონფერენციაში 130-მდე კლინიკის ხელმძღვანელებმა, ექიმ-ორთოდონტებმა და ექიმ-ორთოპედებმა მიიღეს მონაწილეობა. კლინიკის ხელმძღვანელებს ჩაუტარდათ ლექციები PR–სა და მარკეტინგზე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია ალფაიძემ და მარკეტოლოგმა ნიკო ნერგაძემ წაიკითხეს. გარდა ამისა, ხატია ალფაიძემ ისაუბრა კავკასიის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის შესახებ.

კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.