2014 წლის მიღება ერთობლივი პროგრამის მერვე ნაკადია ორივე სკოლისათვის. პროგრამაში 20-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.
შეხვედრას გრენობლის უმაღლესი ბიზნესის სკოლის MBA პროგრამების დირექტორი ფილ იარი და კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA პროგრამების დირექტორი პაატა ბრეკაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე პროგრამის დირექტორებმა და კოორდინატორებმა ახალ სტუდენტებს პროგრამის სტრუქტურა და შემადგენლობა გააცნეს, ასევე რეგულაციები სტუდენტთა მომავალი აკადემიური მოღვაწეობის შესახებ. სტუდენტებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს სასწავლო მასალების, სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგიების შესახებ. დამატებით, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად გაცნობოდნენ ჯგუფელებს და პროგრამის ხელმძღვანელებს არაფორმალურ გარემოში.
20%-მდე სტუდენტთა კონტიგენტი წარმოადგენს საერთაშორისო ნაკადს - ევროპიდან, აზიიდან და სამხრეთ კავკასიის მეზობელი ქვეყნებიდან. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალიზაციის ნაწილი გრენობლში ან ლონდონში და დაესწრონ ყოველწლიურ პიროვნული განვითარების კვირას გრენობლში. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს ორ აკადემიურ ხარისხს: გრენობლის ბიზნესის უმაღესი სკოლის MBA ხარისხსს, და კავკასიის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო MBA ხარისხს.
{phocagallery view=category|categoryid=596|limitstart=0|limitcount=0}