კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს საგანმანათლებლო ჯილდო მიენიჭა

11 იანვარი
კახა შენგელიას საგანმანათლებლო ჯილდო „რაინდის ხარისხის აკადემიური პალმა" მიენიჭა. ჯილდო „აკადემიური პალმა", რომელმაც დღევანდელი სახე ჯერ კიდევ 1955 წელს მიიღო, სამი ხარისხისაა: რაინდის, ოფიცრისა და კომანდორის.

შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ჯილდო „აკადემიური პალმა" გადაეცემა განათლების სფეროში მოღვაწე როგორც ფრანგ, ისე უცხოელ მოქალაქეებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით ფრანგული ენისა და კულტურის გავრცელებაში.

დაჯილდოების ცერემონიალი უახლოეს მომავალში გაიმართება.