ასოციაციის" (IAUP) 2014-2017 წლების არჩეულ პრეზიდენტად დასახელდა.
არჩევნები 11-14 ივნისს ქ. იოკოჰამაში, იაპონიაში გაიმართა IAUP-ის რიგით XVII საერთაშორისო კონფერენციის "Creating the Future of Higher Education" ფარგლებში გამართული გენერალური ასამბლეის სხდომაზე.
გენერალურ ასამბლეას კახა შენგელიას კანდიდატურა IAUP-ის მმართველმა საბჭომ აღმასრულებელი კომიტეტის რეკომენდაციით წარუდგინა.
გენერალური ასამბლეის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კანდიდატურას.
მომავალი სამი წლის განმავლობაში კახა შენგელია აღნიშნულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს და ეტაპობრივად გადაიბარებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. 2017 წლის ივლისში, ვენაში დაგეგმილ მომდევნო გენერალური ასამბლეის სხდომაზე იგი ავტომატურად დაიკავებს IAUP-ის 2017-2020 წ. პრეზიდენტის თანამდებობას.
კავკასიის უნივერსიტეტი 2010 წლიდან არის საერთაშორისო ორგანიზაცია "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" აქტიური წევრი. კახა შენგელია წლებია ხელმძღვანელობს IAUP-ის რეგიონალურ ჯგუფს აღმოსავლეთ, ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში.
IAUP-ი 1964 წელს დაარსდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღელსი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებს აერთიანებს. ის მჭიდროდ თანამშრომლობს გაერთიანებული ერების (UN) და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის (UNESCO) ორგანიზაციებთან და არის აღნიშნული ორგანიზაციების პრიორიტეტული კონსულტანტი.
IAUP-ის საქმიანობის ძირითადი მიზანია გააძლიეროს უმაღლესი სასწავლებლების განათლების ხარისხი და მათი საერთაშორისო მისია მსოფლიო მასშტაბით. ხელი შეუწყოს გლობალური ცნობიერებისა და კომპეტენციების ამაღლებას; ასევე, მშვიდობას და საერთაშორისო თანამშრომლობას განათლების საშუალებით.
IAUP-ი არის უნიკალური საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას კონფერენციების, სემინარების, პუბლიკაციებისა და სხვადსხვა კომისიების საშუალებით.
{phocagallery view=category|categoryid=516|limitstart=0|limitcount=0}