28 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელები და წარმომადგენლები - ბიოლოგი მანანა გურჩუმელია და მათემატიკოსი დიანა რიჟმაძე - ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა კავკასიის უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას შეძლებენ. მიიღეს ინფორმაცია იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.