სამართლის სკოლის მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია

3 აპრილი 2012
დასკვნით ტურში სტუდენტთა ნაშრომები და სამეცნიერო დისკუსია შეაფასა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით: ლევან მურუსიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კომისიის თავმჯდომარე, მაია ოშხარელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი, პაატა სილაგაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, დიანა ბერეკაშვილი - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, შალვა მაჭავარიანი - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში. კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულებად გამოცხადნენ: პირველი ადგილი - თამარ გვასალია - „სისხლის სამართლის პოლიტიკა - მიზანშეწონილობის საკითხები“. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი - სრული პროფესორი გოჩა მამულაშვილი.
მეორე ადგილი - ალექსანდრე ზარდიაშვილი - „ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებები საქართველოსა და ევროპის ქვეყნების კანონმდებლობაში“. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ზვიად როგავა.
მესამე ადგილი - გიორგი ჯოლია - „არაუფლებამოსილი პირისაგან ქონების კეთილსინდისიერად შეძენის სამართლებრივი რეგულირება“. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი - სრული პროფესორი დავით იმნაძე.