5 სექტემბერს, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუნდენტებს სერტიფიკატები გადასცა. მათ სანოტარო ბიუროებში სამთვიანი სასწავლო პრაქტიკა გაიარეს. პრაქტიკის დასრულების შემდეგ ორი მათგანი დასაქმდა.
ნოტარიუსის თანაშემწეთა მომზადება ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში 2012 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და პერმანენტულად გრძელდება.
კურდამთავრებულთა მონაცემები რეგისტრირებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ნოტარიუსები, საჭიროების შემთხვევაში, თანაშემწეებს აღნიშნული ბაზიდან არჩევენ. ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი კურსებზე საბუთების მიღება სექტემბრიდან კვლავ იგეგმება.
სტუდენტები სანოტარო ბიუროებში დასაქმდნენ
11 იანვარი